вторник, 15 июля 2014 г.

დავიწყებ იმით რომ ძალიან დიდ მადლობას მოვუხდი ჩემს ტრენერს ქალბატონ შორენას ასეთი კარგი ტრენინგებისათვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს ტენინგი დამეხმარება კარგად განვახორციელო პროექტები სასწავლო პროცესში და მივიტანო ჩემი ცოდნა ბავშვებთან და ერთობლივად განვახორციელოთ კარგი პროექტები.

суббота, 12 июля 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს  კარგად ვისწავლე როგორ ვამატებთ გვერდებს ბლოგზე და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ასევე ვისწავლე გაჯეტების დამატება. ტრენინგი ყოველთვის საიტერესო და სიღმისეულია ჩემთვის ბევრ შრომასა და ვარჯიშს მოითხოვს ცოდნის გასამყარებლად და პრაქტიკაში განსახორციელებლად. კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ შორენას ასეთი საინტერესო ტრენინგებისათვის.

четверг, 10 июля 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღენდელი დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის  ვისწავლე პორთფოლიოს პრეზენტაცია, განვიხილრთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი, მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროების გათვალისწინება,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. ფაილებზე ობიექტების დამატება. ელექტრონული კითხვარების გამოქვეყნების წესი. აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში და ამ ცოდნას გაუზიარებ მოსწავლეებს.

вторник, 8 июля 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

ახსნილი მასალა ძალიან დამიგროვდა ბევრი სამუშაო მაქვს. დღეს გავეცანი შეფასების რუბრიკებს და ამავდროულად ვიმუშავე, და მოვარგე ჩემს არჩეულ პროექტს. ტრენინგი ყოველთვის სიახლის მომცემი და შრომატევადია  ჩემთვის.  

суббота, 5 июля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავიარე და შევისწავლე თუ  როგორ უნდა დაიცვა საავტორო უფლებები,დავწყვილდით და ერთმანეთს გაუზიარეთ კითხვები და ნამუშევრები.გავეცანი გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს.ტრენინგი იყო საინტერესო .ჩემი პროექტის თემა ეხება საკვებს. 
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რამდენად მნიშვნელოვანია ჯამრთელობა ადამიანისათვის?
თემატური კითხვები
რა უნდა გავაკეთოთ ჯამრთელობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად?
შინაარსობრივი კითხვები
რატომ ითვლება ისინი ჯამრთელობის რისკებად?
რა რისკები არსებობს ჯამრთელობისათვის?

четверг, 3 июля 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ყველაზე მეტად დავინტერესდი დღევანდელი დღით საკმაოდ შრომატევადია რადგან გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს,შეფასების ინსტრუმენტებს. ასევე გავეცანით ერთმანეთის კითხვებს გავცვალეთ და შევაჯამეთ საინტერესო კითხვები. მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა რომ ქალბატონი შორენა ამ ყველაფერს განსაკუთრებულად საინტერესოდ ხსნის და გადმოგვცემს .კიდევ ერთხელ ჩემგან დიდი მადლობა.

вторник, 1 июля 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია.

დღევანდელი დღე უფრო შრომატევადი აღმოჩნდა. ერთმანეთს გაუზიარეთ იდეები. დავკონკრეტდი თემასთან დაკავშირებით შევარჩიე  საინტერესო და საკვანძო კითხვები. თემას მოვარგე  სტანდარტი.დავსახე მიზნები და ამოცანები. ყოველი თრენინგი სიახლის მომცემია ჩემთვის .რასაც გამოვიყენებ სასწავლო მსვლელობის დროს.